აქართველო (15-9): მოდებაძე, ტაბუცაძე, თაფლაძე, შარიქაძე (კვესელაძე 60), ლაშხი (ხმალაძე 60), მატკავა, აფრასიძე (ლობჟანიძე 58); (1-8): ნარიაშვილი (აბულაძე 50), ჭყოიძე (მამუკაშვილი 56), ჯაფარიძე (პაპიძე 50), ჭეიშვილი, ჩაჩანიძე (ჯაიანი 60), გიორგაძე (ცუცქირიძე 65), გაჩეჩილაძე, ივანიშვილი. 8ლ: აფრასიძე, შარიქაძე, ჭყოიძე, გაჩეჩილაძე, ტაბუცაძე, მატკავა, მამუკაშვილი, ლობჟანიძე; 5გ: მატკავა. 2ს: მატკავა, აფრასიძე სინბინი: ლაშხი საქართველოს ნაკრებმა პირველ ტესტმატჩში რუმინეთი ისტორიაში რეკორდული სხვაობით დაამარცხა – 56:6. ამასთან ერთად ბორჯღალოსნებმა მეტოქეს რეკორდული 8 ლელო გაუტანეს და ასევე რეკორდული 56 ქულა დააგროვეს. რუმინელებმა მეტნაკლები წინააღმდეგობა საწყის 25 წუთში გაგვიწიეს, რომლის შემდეგაც ჩვენი გუნდის უპირატესობა ყველა ასპექტში თვალსაჩინო იყო. ლელოები გელა აფრასიძემ, მერაბ შარიქაძემ, გიორგი ჭყოიძემ, მიხეილ გაჩეჩილაძემ, აკაკი ტაბუცაძემ, ლუკა მატკავამ, შალვა მამუკაშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ გაიტანეს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 აგვისტოს ისევ თბილისში აშშ-ს ნაკრებთან გამართავს.
-