მსოფლიოში პაპილომა ვირუსის გავრცელების პრობლემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ დგას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად საშვილოსნოს ყელის კიბოთი რომელსაც პაპილომა ვირუსი იწვევს წელიწადში 300 ათასზე მეტი ქალი იღუპება.
საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით საშვილოსნოს ყელის კიბოს გავცელების 99 პროცენტი პაპილომა ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაპერაძე გვიყვება რომ პაპილომა ვირუსის თავიდან აცილების მიზნით არსებობს ვაქცინა რომელიც სავალდებულო აცრების სიაშია. მოზარდებს შეუძლიათ გაიკეთონ და ვირურული ინფეციისგან თავი ასე დაიცვან.
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც პაპილომავირუსის შედეგადაა გამოწვეული, ონკო დაავადებების ხუთეულშია შესული და მისგან თავის დასაცავად, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია.