ის მეცნიერია, გეოგრაფი, გეოლოგი, კარსტოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდრო-გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერებას შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა. ელენე აბაშიძე 18 მარტს 101 წლის გახდება. გვაოცებს თავისი საუბრით, აზროვნებით, შემართებით და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულებით. 10.000-ზე მეტი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული, არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. როგორც აღნიშნავს, დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება გაიარა. “კარსტს ( ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში – კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი – მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად – რედ.) სწავლობდნენ, მაგრამ მხოლოდ მის ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. არავის აინტერესებდა, ის რა პროცესს გადიოდა, ვიდრე ამ ფორმას მიიღებდა… უცნაურია, 2 საუკუნის განმავლობაში ხალხი ვერ მიხვდა, რომ აქ წყლის სიჩქარეებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამისთვის მეშვიდე კლასის პროგრამა დამჭირდა, მეტი არაფერი… იუგოსლავიაში კონგრესზე რომ გამოვედი, გაოცებულები მისმენდნენ, თურმე შეიძლებოდა სხვანაირი კუთხით ამ პროცესის შესწავლაო,“ – გვეუბნება მეცნიერი.79 წლის ასაკში დაცულმა დისერტაციამ კი დიდი აღიარება მოუტანა. ამერიკამ ჯერ წლის ქალის წოდება მიანიჭა, შემდეგ 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელა და დააჯილდოვა
-