This is a specific ad

მოსამართლემ 14 წლის აითაჯის დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

11

Another advertisement

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მოსამართლემ დასაშვებად ცნო, ხოლო ადვოკატების მოთხოვნა აითაჯის დედისა და ბიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დედის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 100 000 ლარიან გირაოს, ხოლო ბიძის – 20 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა. ბრალდებულებმა დღევანდელ სასამართლოზე დუმილის უფლებით ისარგებლეს.

მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩაინიშნა.

14 წლის აითაჯის მკვლელობაში 27 წლის ასიმ ასლანოვია ბრალდებული. ის არასრუწლოვანთან იძულებით “ქორწინებაში” იმყოფებოდა. აითაჯის დედა და ბიძა კი ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. 

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. 

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
ახმეტაში კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა – 79 წლის პენსიონერი ადგილზე დაიღუპა
Öncəki yazı
გორში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი სამხედროს ვინაობა ცნობილია