This is a specific ad

მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე, ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის ხმის მიცემაზე, მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ აირჩევა – პაველ ჰერჩინსკი

31

Another advertisement

მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, მომავალი არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი იქნება თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

„დღეს ჩვენ ვმონაწილეობთ ე.წ. საარჩევნო კომპასის ამოქმედებაში. ეს არის მიუკერძოებელი ვებინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია რამდენიმე ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რათა დაეხმაროს ქართველ ამომრჩევლებს, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, თუ რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს მომავალ არჩევნებში. ძალიან მიხარია, რომ ევროკავშირის სახით ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ პროექტს. ეს არის მიუკერძოებელი ვებინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რას წარმოადგენს თითოეული პარტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა. მომავალი არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი იქნება თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. ეს თქვენი, ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს, მაგრამ ჩემი საქმეა, გითხრათ, გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მისცეთ ხმა. თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე აქტივობა ისტორიული იქნება და თქვენ ერთობლივად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი არ არის საარჩევნო პროცესის ნაწილი.

„ჩვენ არ ვიყრით კენჭს არჩევისთვის ან ხელახალი არჩევისთვის. ესენი არიან ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან. მათ მოუწევთ, გადაწყვეტა, არჩევნების შედეგების საფუძველზე, რა მთავრობა ჩამოყალიბდება. ჩემი მხრიდან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელის საქართველოში, ნება მომეცით კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ქართველს წავიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა. ეს თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ეს ასევე თქვენი სამოქალაქო მოვალეობაა. გთხოვთ, წადით და მეცით ხმა. თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენ გადაწყვეტთ, როგორი ქვეყანა იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ ევროკავშირი იმუშავებს საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა ხელახლა დაიწყოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

„27-მა ევროპელმა ლიდერმა ივნისში, რამდენიმე თვის წინ, გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, საპასუხოდ რამდენიმე რთულ და პრობლემურ მოვლენაზე, რაც აქ მოხდა. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ ერთად საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა ხელახლა დავიწყოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დრო დაიკარგა. გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, დავეწიოთ მათ. ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის ხმის მიცემაზე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქართველ მოქალაქეს, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება, გამოიყენოს თავისი უფლება და წავიდეს ხმის მისაცემად. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხრიდან, ნათლად და მკაფიოდ გამოვხატეთ, ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის. ჩვენ გელოდებით. ნუ დავკარგავთ კიდევ ერთ წუთს. მოდით, დავუბრუნოთ საქართველო ევროკავრის გზას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
Öncəki yazı
დმანისის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტის სეზონი გაიხსნა