This is a specific ad

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

28

Another advertisement

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

“ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, “არ გაჰყვეს ბელარუსის გზას.“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით»

 

უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა.

 

მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას“, – წერია განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Orbeliani Sarayının tarixi – tənha şairin iqamətgahından prezident administrasiyasına qədər (foto)
Öncəki yazı
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია