This is a specific ad

მკვლელობა საჩხერეში – რა განცხადებას ავრცელებს შსს

17

Another advertisement

8 ივ­ლისს ღა­მით სა­ჩხე­რე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ნას­ვამ­მა მე­ზო­ბელ­მა ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში თბი­ლი­სი­დან სტუმრად ჩასული 45 წლის მა­მა­კა­ცი მოკ­ლა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება უკვე გაავრცელა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. დააკავეს. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი – 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
სამართალდამცველებმა თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს.
 
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ვკითხულობთ უწყების

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
Valideynlərin nəzərinə!- Səhiyyə Nazirliyi uşaqları həddindən artıq istidən qorumaq üçün tövsiyələr verir
Öncəki yazı
Azərbaycan Respublikasının prezidenti səfir Faiq Quliyevi rütbə ilə təltif edib