Another advertisement
მკვლელობა ახსის მთაზე – მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება.
მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 35 წლის მამაკაცი. ამასთან, დაჭრილია მისი მეგობარი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
გავრცელებული ცნობით, მოკლულის მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან.