This is a specific ad

მიხეილ სააკაშვილის შემოპარვას და გახარიას გადადგომას ბრძანების ერთი მიმცემი ჰყავდა, ეს იყო შემზადება არეულობისთვის – რატი იონათამიშვილი

43

Another advertisement

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვას და გახარიას გადადგომას ბრძანების ერთი მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა 2021 წელს გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ეს იყო შემზადება არეულობისთვის, რათა მეორე ფრონტისთვის გაემზადებინათ.

„გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გარედან მიღებული ბრძანების გამო გადადგა – მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვას და გახარიას გადადგომას ერთი ბრძანების  მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი ჰქონდა. ეს იყო შემზადება არეულობისთვის, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, რათა ჩვენი ქვეყანა მეორე ფრონტისთვის გაემზადებინათ. საქართველო პოლიგონი უნდა გამხდარიყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი
Öncəki yazı
რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდული