Another advertisement
მიწის სისტემური რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაამახვილა ყურადღება .მთავრობის მეთაურის თქმით , აღნიშნული პროექტის ფარგლებში 1000-მდე ახალი სამუშაო გაიხსნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში მიწის სისტემურ რეგისტრაციას განახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად, 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა).
მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით და არის უფასო.