This is a specific ad

მინიმუმ, შვიდ მკვლელობაში ბრალდებულს, საბერძნეთში დაკავებისას, საქართველოს ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა

14

Another advertisement

 სულ მცირე 7 მკვლელობისა და სხვა მძიმე ძებნილი ლაერტ ჰაჯიუ საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ახლა მას ალბანეთში ექსტრადაციისთვის ამზადებენ.

მედიის ინფორმაციით, დანაშაულების უმეტესობა მას და მის დაჯგუფებას სწორედ ალბანეთში აქვთ ჩადენილი. Top Channel-ის ინფორმაციით, ჰაჯიუ დაკავებისას ქართული საბუთები აღმოაჩნდა, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს დოკუმენტაცია ყალბია.

ოფიციალურმა ტირანამ საბერძნეთს უკვე გაუგზავნა დამნაშავის ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუმენტები.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
SÜRÜCÜLƏRİN NƏZƏRİNƏ! – Bu qanun qəbul edildi
Öncəki yazı
რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე ავტომობილი ე.წ. ზამთრის საბურავებით არ გექნებათ აღჭურვილი?