ხევსურეთის 10-მდე სოფლის მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ამის მიზეზი კი წლობით უშუქოდ ცხოვრებაა. მართალია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონობით ლარი დაიხარჯა, ხევსურეთის რამდენიმე სოფელს რომ ელექტროენერგია ჰქონოდა, თუმცა, სოფლებში აშენებული მცირე ჰესები ხშირად მწყობრიდან გამოდის და მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ ეკონომიკის მინისტრს მიმართა კითხვით, თუ რას გეგმავს ხელისუფლება ხევსურეთის მოსახლეობისთვის უშუქობის პრობლემის გადაჭრისთვის. მოცემულ ეტაპზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საკუთარი რესურსით ახორციელებს უშუქოდ დარჩენილი დასახლებების ხელახალ შესწავლას, რაც, მათ შორის, მოიცავს ხევსურეთსაც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგება განახლებული სია და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ღონისძიებების შეიძლება გატარდეს უშუქოდ დარჩენილი ოჯახებისათვის ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, განისაზღვრება დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა თუ სახელმწიფოს როლი ამ ღონისძიებების გატარებაში,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.
-