This is a specific ad

მესხური ყველი სახელად ჩეჩილი .

73

Another advertisement

მეგობრებო უნდა გაგაცნოთ ქართული კუთხური ყველი ჩეჩილის დამზადება.ძროხის ყველი მზადდება ძროხის მოხდილი რძისაგან. ორგანოლეპტიკა: ყველის მასა არის ძაფოვანი, შეკრული ან დაწნული ფორმის. ძაფები მკვრივია, საკმაოდ მყარი გაწელვისას. ფერად თეთრია. მასა ­– 0,5-3 კგ დაწნული თოკების სახით. აქვს მსუბუქი რძემჟავური, სასიამოვნო სუნი. გემო _ გამოკვეთილი ცილოვანი, საკმაოდ მარილიანი. მზადდება აგრეთვე „მესხური ჩეჩილის“ შებოლილი ნაირსახეობა. ყველი „მესხური ჩეჩილი“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ტენიანობა – არაუმეტეს 60% ცხიმიანობა მშრალ ნივთიერებაში – არანაკლებ 2% მარილის შემცველობა – 4-8% წარმოების გეოგრაფიული არეალი „მესხური ჩეჩილის“ დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე .ყველის წარმოების ისტორია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ოთხი ათას წელს ითვლის, ჩვენში კი 8 ათასი წლის წინანდელი ყველის შესანახი ჭურჭელია შემონახული. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ უფლება გვაქვს საქართველოს არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის სამშობლოც ვუწოდოთ“ მიუხედავად ამ ფაქტისა, ჩვენს ქვეყანაში ყველი, როგორც გასტრონომიული ნიმუშის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის როლი მხოლოდ ახლა და ახლა იკვეთება. ძირითადად როდესაც ქართულ ყველზე ვსაუბრობთ გვახსენდება მხლოდ რამდენიმე სახეობის ყველი, როგორიცაა: იმერული, მეგრული და გუდის ყველი. სინამდვილეში კი გვაქვს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ყველი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს მელიორაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს
Öncəki yazı
მას მარსზე 100 ადამიანის გადაყვანა შეეძლება” – მარსზე სამოგზაუროდ შექმნილ ხომალდს მასკის SpaceX დღეს საცდელად გაუშვებს