This is a specific ad

მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება – სამინისტრო

39

Another advertisement

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარტიდან ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას.

როგორც სამინისტრო აცხადებს, პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე. სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge/Az მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერი კენან ომაროვი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
Öncəki yazı
Şulaver-Şaumyan-Sioni-Cerakvi yolunun 12 km-lik hissəsinin bərpası başa çatıb