This is a specific ad

მარნეულში წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესია შენდება

50

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით, მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში საფუძველი ჩაეყარა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობას.

ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი.

ტერიტორიის საზეიმო კურთხევას დაესწრნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი; ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და ალექსანდრე დალაქიშვილი; მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მარნეულის საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მრევლი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება ბიუჯეტიდან
Öncəki yazı
Teymur Kalayev şahmat yarışında birinci yerə layiq görülüb