მარნეულში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა.
Qafqaztürk.com-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი ნაწილი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანიის განხილვას დაეთმო.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საკითხებზე.
„შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საპროექტო სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმირებულობის კამპანიას პროექტის „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში, ევროპის საბჭოდან მოპოვებული გრანტით ახორციელებს.
კამპანიის მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში“,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.