This is a specific ad

მარნეულში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ შეხვედრა გამართა

108

Another advertisement

მარნეულში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ შეხვედრა გამართა.

QafqazTürk იუწყებს რომ, ინფორმაციას მარნეულის მერაია ავრცელებს.

შეხვედრაზე წევრებმა, მიმდინარე ეტაპზე არსებულ შშმ პირთა გამოწვევებზე იმსჯელეს და ასევე განიხილეს საბჭოზე შემოსული 5 საკითხი, რომელზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წელს შეიქმნა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, როგორიცაა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა, განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მოგეხსენებათ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ აღნიშნება. ამ დღის მიზანი შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო უწყებებისთვის მათი ვალდებულებების კიდევ ერთხელ შეხსენებაა

Sonrakı yazı
წყალდიდობა გურჯაანში
Öncəki yazı
Marneuli meriyasında Fiziki İmkanları Məhdud Şəxslər Şurasının iclası keçirilib – ƏTRAFLI