This is a specific ad

მარნეულში „შოთაობა – 2023“ ჩატარდა

46

Another advertisement

„შოთაობა – 2023“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მარნეულის კულტურის ცენტრის დარბაზში „შოთაობა – 2023“ ჩატარდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და „შოთაობა“ მიულოცეს.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა: ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი „აფორიზმები-ვეფხისტყაოსნიდან“ შეასრულეს; მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა, დეკორაციებით შოთა რუსთაველის ეპოქიდან, გათამაშდა ნაწყვეტები პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“. წარმოდგენაში მონაწილეობას მოწვეული მსახიობები და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიას“ მოცეკვავეები იღებდნენ.

ამასთან, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი.ღონისძიებას მარნეულის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ მარნეულში სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ 2021 წლიდან აღინიშნება.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Marneulidə “Şotaoba – 2023” tədbiri keçirilib
Öncəki yazı
Yanvar-Oktyabr aylarında Gürcüstanın ən böyük ixrac və idxal tərəfdaş ölkələrin siyahısı açıqlanıb