Another advertisement
მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილზე ,დაპირისპირება სისხლიანი ინციდენტით დასრულდა.
ქორწილში 30 წლის მამაკაცსა და 18 წლის ბიჭს შორის შელაპარაკება დაიწყო.
კამათი ჩხუბში გადაიზარდა რის შედეგადაც დაიჭრა 18 წლის ბიჭი ,ის ამჟამად მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის ფასდება.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.