პროექტის, „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლში“, ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მერი, კენან ომაროვი სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის თავმჯდომარეს, სამირა ისამაილოვას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ადგილზე უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაა.
პროექტის ფარგლებში 25-70 წლის ასაკის მოქალაქეებს, სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის გამოკვლევები ადგილზე უფასოდ ჩაუტარდებათ.
პროექტი ხორციელდება „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPER Georgia ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით.