Another advertisement
მარნეულში მდებარე სასაფლაოს ტერიტორია გაფართოვდება. აღნიშნული საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი
„მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებობს სასაფლაო, ეკლესიის ქვემოთ. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ სასაფლაოს ტერიტორია უკვე შევსებულია, მოითხოვა მოსახლეობამ რომ ფართი გადაგვეცა და აღნიშნულ ფართზეა საუბარი. ეს ფართი იქნება სასაფლაოსთვის გამოყენებული მხოლოდდამხოლოდ“. -აღნიშნა საკრებულოს თავჯდომარემ
შეგახსნებთ, რომ მარნეულის სასაფლაოსთვის დამატებით 24 900 კვ.მ მიწა გამოიყო.