Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
QafqazTürk Media-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სოფელ ჰაჯიისაქენდში მცხოვრები 55 წლის ავთანდილ აჰმადოვი ხუთი დღის წინ გაუჩინარდა. სახლში ყოფნისას უცნობმა პირებმა დაძახეს და წაიყვანეს.
Ადგილობრივების თქმით,ის ეპილეფსიით დაავადებულია.
როდესაც სოფლის მცხოვრების ცხედარი მწყემსმა ე.Წ „ჭალაში“ იპოვა, აღმოჩნდა, რომ ხელები მოკვეთილი ჰქონდა.
ამ დროისთვის ინციდენტში პოლიციაა ჩართული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.