This is a specific ad

მარნეულში თოჯინური სპექტაკლი ,,აისია” -ს პრემიერა გაიმართა

96

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრიში “,ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითთ და თანამშრომლობით თოჯინური სპექტაკლი ,,აისია” -ს პრემიერა გაიმართა, რომელსაც მოწვეულის სტუმრის ამპლუაში, ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქალაქ მარნეულის მერი ქენან ომაროვი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პატარები ესწრებოდნენ.

სპექტაკლი გვიყვება ერთი მრავალფეროვანი სოფლის ამბავს რომლის მცხოვრებლებიც კარგად აცნობიერებენ რომ მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მთავარი ურთიერთგაგება, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემაა

სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი ტატო გელიაშვილია.პიესაზე თამთა ტაბატაძემ და ტატო გელიაშვილმა იმუშავა.

სპექტაკლი განკუთვნილია 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ჩვენება გაიმართება 14 და 16 ივლისს15:00 საათზე, სპექტაკლზე დასწრება უფასოა და მსურველებმა შეგიძლიათ ადგილის დასაჯავშნათ დარეკოთ ნომერზე: 577 961 872

კულტურის ცენტრსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეთანხმების მიხედვით, სპექტაკლის ჩვენებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადახვა სოფლებში გაიმართება.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
Öncəki yazı
დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა