This is a specific ad

მარნეულში ზელიმხან იაკუბის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15

Another advertisement

დღეს ქალაქ მარნეულში მდებარე „აზერბაიჯანულ სახლში“ თურქული სამყაროს გენიალური პოეტის, ზალიმხან იაკუბის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

QafqazTürk.com იუწყება, რომ ღონისძიების ორგანიზატორი იყო „აზერბაიჯანული სახლის“ ხელმძღვანელი მეჰაბატ იმანოვი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი, რამელ ლატიფოვი, არასამთავრობო ორგანოზაციები, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესისა და “QafqazTurk Media”-ს თანამშრომლები, პოლიტიკური და სოციალური მოღვაწეები, ინტელექტუალები, რელიგიური მოღვაწეები, მასწავლებლები, პრესის წარმომადგენლები და მრავალი სხვა.

ზალიმხან იაგუბის შემოქმედებაზე ისაუბრა „აზერბაიჯანული სახლის“ დირექტორმა მეჰაბატ იმანოვმა, რომელმაც ღონისძიება გახსნილად გამოაცხადა. ამის შემდეგ მოხდა პოეტის ცხოვრების შესახებ მოკლე ვიდეო ჩვენება. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ – აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი რამელ ლატიფოვი, საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატი რამიზ ბაქიროვი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი და სხვ. მომხსენებლებმა გაიხსენებს ის მწერალთან დაკავშირებული მათი მოგოგნებები, ოჯახის სახელით ისაუბრა ზელიმხან იაგუბის უმცროსმა ძმამ და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და გამომსვლელებს.

დასასრულს სტუმრებისთვის მოეწყო ფურშეტი, სადაც მათ ჩაით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა
Öncəki yazı
Marneulidə Zəlimxan Yaqubun doğum gününə həsr olunmuş tədbir keçirilib