მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდი 20 დღით დაიკეტება

2

30 ნოემბერს მარნეულში, 08:00 საათიდან, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდი მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 20 დღით დაიკეტება.

 ამ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ შემდეგი ალტერნატიული მიმართულებებით: ნოე ჟორდანიას ქუჩა, რევაზ ლაღიძის ქუჩა და მერაბ კოსტავას ქუჩა.

დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მოძრაობა 2023 წლის 20 დეკემბერს აღდგება.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bir az da poeziya… – İsa Sadiq
Öncəki yazı
Marneulinin əsas körpüsü 20 gün müddətinə bağlı olacaq