This is a specific ad

მარნეულში ბაგა- ბაღების თანამშრომლები სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს

45

Another advertisement

Gგიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლში, ბაგა-ბაღების გაერთიანების 2800-ზე მეტი თანამშრომელი ოცდათზე მეტი დასახელების სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულში მოქმედი სამი სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელმა პირებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით რეგიონში ოპერირებად სამედიცინო კლინიკებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ, წინასწარ განსაზღვრული კვლევებისა და კონსულტაციების უფასოდ მიღებას შეძლებენ.

მარნეულში ბენეფიციარები სამედიცინო მომსახურების მიღებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე შემდეგ სამედიცინო კლინიკებში შეძლებენ:

• მარნეულის ჯეოჰოსპიტალსი ჯანდაცვა;

• მარნეულის ავერსის კლინიკა;

• მარნეულის პოლიკლინიკა მედიქსი;

მემორანდუმის გაფორმებას ქვემო ქართლში რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, სამედიცინო კლინიკებისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Marneulide Uşaq Bağçaları Birliyinin əməkdaşları tibbi müayinə və konsultasiyadan pulsuz yararlanacaq
Öncəki yazı
Kaxetidə anasını öldürməkdə ittiham olunan oğul həbs edilib