This is a specific ad

მარნეულში ახალი დღესასწაული “მარნეულობა” აღინიშნება

66

Another advertisement

სახალხო დღესასწაულის დაწესების შესახებ განცხადება მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მერიის კულტურის სამსახურის წარმონადგენელმა, ელგუჯა კუპატაძემ გააკეთა და თქვა, რომ ღონისძიბის მთავარი მიზანი მარნეულის მრავალფეროვნების წარმოჩენა იქნება. ღონისძიების ჩატარების ადგილად ცენტრალური სკვერი განისაზღვრა, სადაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლბიდან ადამიანებს მიეცემათ საშუალება საკუთარი ტრადიციები წარმოადგინონ.

“მარნეულობა” ახალი ღონისძიებაა. პირველად ვაპირებთ, რომ ჩატარდეს მარნეულში. ვინაიდან მარნეულის არის ეთნიკურად მრავალფეროვანი და ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მრავალეთნიკურობის ყველა ტრადიციების, კულინარიის, თანაცხოვრების და იდენტობის განსაზღვრას და მის პატივისცემას. საჭიროდ ჩავთვალეთ ამ საკითხის საკრებულოზე გამოტანა, რათა თანხმობის შემთხვევაში ჩატარდეს და ყოველწლიური სახე მიეცეს. ღონისძიების ჩატარევას “კიდევაც დაიზრდებიანის” სკვერის ტერიტკრიაზე ვაპირებთ და შესაბამისად გაფორმდება. ჩვენ შევხვდით სოფლებში მოსახლეობას, მზაობა გამოთქვეს რომ ჩაერთონ ღონისძიებაში. სლოგანიც კი დასახელდა “ერთი დღე მარნეულისთვის ვიცხოვროთ”. გვექნება გამოფენები, მუსიკალური ნაწილი, ბენდები გვეყოლება მოწვეული და ბოლოს დავასრულებთ ფოიერვერკით.” – თქვა ელგუჯა კუპატაძემ.

“მარნეულობის” აღნიშვნის კონკრეტული თარიღი უცნობია. როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯფომარემ, ამირან გიორგაძემ განმარტა, ღონისძიება სექტემბრის თვეში, უქმე დღეებში გაიმართება და თარიღს მიგვიანებით შეარჩევენ. დეპუტატებმა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

წყარო:რადიო მარნეული

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Viktor Hüqo haqda bilməli olduğumuz hansı maraqlı faktlar var?
Öncəki yazı
Marneuli meriyası “Marneuloba” bayramını təsis edib – ƏTRAFLI