This is a specific ad

მარნეულს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ

47

Another advertisement

მარნეულს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და დეპუტატი რაუფ ალიევი ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერ კობერიძესთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და აზერბაიჯანის ელჩთან საქართველოში ფაიგ გულიევთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სტადიონზე მოზარდთა 5 გუნდის 100 ფეხბურთელს საჩუქრად ფორმა და ფეხბურთის ბურთები გადასცეს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ მსგავს სოციალურ პროექტებზე.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Azərbaycan-Gürcüstan parlamentlərarası əlaqələr üzrə işçi qrupunun rəhbəri Arzu Nağıyev və Millət vəkili Rauf Əliyev Marneuliyə səfər ediblər
Öncəki yazı
ილჰამ ალიევი: სომხეთი ასევე ხელს უშლის ზანგაზურის დერეფნის გახსნას