საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარნეული დღეს მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს.
ქალაქ მარნეულში, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, ღონისძიებისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.
მუსიკალურ საღამოსთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტი ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება!
ტრანსპორტის განრიგი:• შულავერი, შაუმიანი, კასუმლო, ქუთლიარი, სადახლო, დამია გეურარხი, ყულარი, კაჩაგანი. ავტობუსები 17:00 საათიდან აღნიშნული სოფლების ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებენ ქალაქ მარნეულის მიმართულებით.
პროგრამის დასაწყისი: 19:00 საათი• 19:00-22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;• 19:00-21:00 – საბავშვო სივრცე: ანიმატორი,ზღაპრის გმირები, სახეზე მოხატვა;• 19:00-19:50 – კვების სივრცე;• 19:00-20:00 – ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი;• 20:00-22:00 – ჯგუფი „ბანდეროლი“, ტატო გოდერძიშვილი, მარიამ მამისმედიშვილი, რუსა მორჩილაძე.