Another advertisement
მარნეულის ცენტრალური სკვერის გასამწვანებლად 622 198 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული კომპანია შპს “ქარელი” შეასრულებს.”კიდევაც დაიზრდებიან”-ის ტერიტორიაზე არსებული სკვერის გამწვანების სამუშეოები შეისყიდვისთვის მერიამ 644 887 ლარიანი ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა.
აღნიშნულმა კომპანიამ კი ტენდერში ნაკისრი ვალდებულებების შერულება საკუთარ თავზე 22 689 ნაკლებ ლარად აიღო.
სკვერის ტერიტორიაზე ასევე დაიგება ახალი გაზონის საფარი. აღსანიშნავია, რომ გაზონის საფარი სკვერის ტერიტორიაზე პირველი რეაბილიტაციის დროსაც დააგეს, მაგრამ მზიანი ამინდებისა და უწყლობის გამო გაზონის საფარი გახმა.