Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის უკვე 7 სოფელში რამდენიმე დღეა უცნობი პირები საცხოვრებელ სახლებს თავს ესხმიან, ქვებს უშინებენ და ამტვრევენ ფანჯრებს.
შემთხვევამ ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი შეშფოთება გამოიწვია. როგორვ სოფელ ქესალოს მოსახლეობა აცხადებს, მათ ღამის საათებში მორიგეობა დააწესეს რათა დამნაშავე გამოავლინონ. თუმცა იმასაც ვარაუდობენ რომ ეს ჯგუფური, მიზანმიმართული ქმედებაა.
აღსანიშნავია რომ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია ინფორმირებულია, ყოველი გამოძახების შემდეგ ისინი მიდიან შემთხვევის ადგილზე.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუიციპალიტეტის 7 სოფელში კერძოდ პირველ და მეორე ქესალოში, ილმაზლოში, კაპანახჩიში, ქეშალოში, დიდი მუღანლოსა და დღეის მონაცემებით უკვე კაპანახჩში დაფიქსირდა არნიშნული შემთხვევა.