This is a specific ad

მარნეულის სოფელ ზემო სარალში მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა

54

Another advertisement

მარნეულის სოფელ ზემო სარალში მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა

მარნეულის სოფ. ზემო სარალის მეჩეთის კაპიტალური რესტავრაციის და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური არქიტექტურის მიხედვით აღდგენილ მეჩეთს გუმბათი და მინარეთები დაემატა.

ასევე აშენდა დამხმარე შენობა ნაგებობები, როგორიცაა მცირე განბანვის სივრცე, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი და კვების სივრცე. გახსნის ცერემონიაზე ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები, მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის საელჩოს წარმომადგენლები,საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი, სოფლის უხუცესები, მორწმუნეები და მეზობელი სოფლებიდან მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიხმა და მუფთმა სოფელს და მორწმუნეებს მიულოცეს მეჩეთის გახსნა, მეჩეთის აღდგენა-მშენებლობის ინიციატორს და სპონსორს სოფლის მკვიდრს მეცენატს ჰუსეინ რაჰიმ ჰასანოღლის მადლობა გადაუხადეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Beynəlxalq Gənclər Günüdür
Öncəki yazı
ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან სრული გაგება გვაქვს, როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა – ღარიბაშვილი