This is a specific ad

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტისა და წიგნის „ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსის“ პრეზენტაცია გაიმართა.

13

Another advertisement

ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია პროექტის ხელმძღვანელმა და წიგნის ავტორმა თამაზ გოგოლაძემ გააკეთა.

„ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი“ მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონების 200-მდე ქვაზე ნაკვეთი წარწერის შესახებ ისტორიულ ინფორმაციას მოიცავს.

მარნეულის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული წიგნის თითო ეგზემპლარი მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

წიგნის პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ქვემო ქართლის სამხარეო აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი, მერიის განათლების კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ელგუჯა კუპატაძე, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
დედამიწის ბრუნვა ნელდება – შესაძლოა, დღე-ღამე 25 საათს გაგრძელდეს
Öncəki yazı
“ის აქ არის“ ანი ნიზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი მარნეულში.