მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს
Niyazi Yusubov
-
-
233
-
მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ქალთა ოთახის ჩართულობით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, 20-დან 70 წლამდე ქალებისთვის, ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი ტარდება.
მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, უფასო გამოკვლევები მარნეულში 4 და 5 ნოემბერს, ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრში (მარნეული, რუსთაველის ქ N112) ტარდება