მარნეულის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა 74 პროექტი

126

მარნეულის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა 74 პროექტი, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
* გარე განათების მონტაჟი – 23 პროექტი
* გზების რეაბილიტაცია – 23 პროექტი
* მგზავრთა მოსაცდელები – 2 პროექტი
* სასაფლაოების შემოღობვა – 3 პროექტი
* საბავშვო მოედნები – 18 პროექტი
* სკოლის ეზოს შემოღობვა – 1 პროექტი
* სარწყავი არხების რეაბილიტაცია – 4 პროექტი
ℹ️2024 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის 1 232 000 ლარი გამოიყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატა 395 670 ლარი და ჯამში 1 627 670 ლარი შეადგინა.
🎯 პროექტის მიზანს, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად სოფლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს.
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli, Region
Sonrakı yazı
Yeni qayda qüvvəyə minəcək-Şəhərlərarası sərnişindaşımada nə yenilik olacaq?
Öncəki yazı
“Gürcü arzusu” nu dəstəkləyən tədbirlər davam edir