Another advertisement
ტურის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმირის “გადაჭრილი გორა” მოინახულეს, ასევე გამართეს გასვლითი საბჭოს სხდომა, სადაც ერთად განიხილეს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.
ახალგაზრდული საბჭოს გასვლით სხდომაში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსთან, ნინო დეკანოიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.