This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა

45

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა.

პროექტი – „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანიას’’ წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ კამპანია ინოვაციური ხასიათისაა და მის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით მოხდება: დაიბეჭდება ფლაერები ბრაილის შრიფტით, ასევე, საინფორმაციო ვიდეო-რგოლებს ექნებათ ჟესტური ენის თარგმანი.

კამპანიის ფარგლებში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება, სადაც პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა და ადგილზე დარიგდება საინფორმაციო ფლაერები.

პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის საპროექტო სამუშაო ჯგუფმა დაწერა, რომლის შემადგენლობაში შედიან: მამუკა შუბითიძე, ნინო დეკანოიძე, ირინე მაჭარაშვილი, თამარ კიპაროიძე და დავით ჭიკაძე.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
“Gürcü Arzusu”nun Marneuli təşkilatına Marneuli Munisipalitetinin Sakrebulo sədri Amiran Qiorqadze rəhbərlik edəcək
Öncəki yazı
Marneuli Meriyası Avropa Şurasının qrantını qazanıb