Another advertisement
აზიზქენდში სოფლის, შიდა გზებზე ასფალტის საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: საბირქენდში, აზიზქენდში, თაზაქენდსა და გაჯისაქენდში, შიდა გზებს რეაბილიტაცია უტარდება.
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 1 478 990 ლარი გამოყო.