This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

27

Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტი „აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის“ ფარგლებში შედგა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მუნიციპალურ დონეზე, ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები პირველად გაიმართა.
ოფიციალურ დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ხელმძღვანელობდა.
დელეგაციამ ქალაქ სიანსა და ჰუანგანგში ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ასევე, შეხვდნენ შენსისა და ჰუბეის პროვინციის წარმომადგენლებს, ხოლო ქალაქ ჰუანგანგში ვიცე მერის პან გუოლინის მოწვევით ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.
შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სოციალურ-ეკონომიკური, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli, Region
Sonrakı yazı
Ölkəmizdə qiymətlər
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ჯგუფის გასტროლი ჩინეთში