Another advertisement
პროექტის ფარგლებში მოეწყო 1 226 მეტრი, ორფენიანი ასფალტობეტონის გზის საფარი.
სამუშაოების მიმდინარეობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 423 063 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი. პროექტების ჯამური ღირებულება 9 319 859 ლარს შეადგენს.