Another advertisement
გუშინდელი ქარიშხლის შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში არაერთი სოფელი დაზარალდა, სტიქიის შედეგად ზოგიერთ სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ზოგიერთ სოფელში უკვე აღმოფხვრილია აღნიშნული პრობლემა. იმ სოფლებს შორის რომელთაც არ აღდგენიათ ელექტრო ენერგიის მიწოდება არის სოფელი დიდი მუღანლო. სადაც მსგავსად სხვა სოფლებისა არაერთი ხე წაიქცა და დაზიანდა ელექტრო გაყვანილობის ხაზები. თუმცა სხვა სოფლებისგან განსხვავებით გუშინ 18:00 საათის შემდეგ ამ დრომდე მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და მთელი ღამის გატარება სიბნელეში მოუწიათ.
QafqazTurk.com – დაუკავშირდა ენერგო პრო ჯორჯიას, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ როდის აღუდგებათ ელექტრო ენერგიის მიწოდება?