მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერმა კენან ომაროვმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები, ასევე კომპიუტერები გადასცეს.
2022-2023 წლის 48 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლის 31 მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. აქედან 19-მა ოქრო, 12-მა კი ვერცხლი მიიღო.
მედლების გადაცემას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტარიელ მამედოვი, მოადგილე რიჩარდ გიგანი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მოადგილე ზურაბ ფანგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ხახულაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გახრამანოვი, განათლების სფეროს წარმომადგენლები და მოსწავლეების მშობლები.