მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ აქტივობაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
მოქალაქეთა საერთო კრება, კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის მონაწილეობის ფორმაა, რომლის მიზანიც თემში მნიშვნელოვანი საკითხების დემოკრატიული გზით გადაწყვეტილების მიღებას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში 2023 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ მე-16 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილების შესაბამისად, დასახლების საერთო კრება გაიმართება.