This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ქართულ ჭიდაობაში, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა

17

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ, რიგით მესამე, ტრადიციულ, გუნდურ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატს ქართულ ჭიდაობაში.

მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოფელ თამარისის სპორტულ ცენტრში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირის ჩემპიონი და თენგიზ ნავერიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა, თბილისის გუნდი “ლიდრი”, მეორე ადგილი დაიკავა ასევე თბილისის გუნდმა “მუხიანი”, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა გუნდი “ხაშური” .

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით.

ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა და სხვა მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების წარმომადგენელი 31 გუნდის 160-მდე სპორტსმენი.

ტურნირი გაიმართა 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ქართული ჭიდაობა იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, ხოლო მსგავსი ტურნირების ჩატარება ხელს უწყობს ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას მომავალ თაობაში.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Kaxovka SES-in partladılması nəticəsində ölənlərin sayı artıb
Öncəki yazı
Rusiyada baş verən yanğında 7 nəfər ölüb