Another advertisement
მარნეულის მერიის მიერ შეძენილი 4 ავტობუსი ადგილობრივ ავტოპარკს 2024 წლის მარტის თვეში დაემატება.
აღნიშნული საკითხი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას გახდა ცნობილი.
მარნეულის მერიამ მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ავტობუსების შესაძენად 549 600 ლარი დახარჯა, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 824 000 ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელი მიმართულებით იმოძრავებენ ახალი ავტობუსები.