Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაიგება ორ ფენიანი 1 500 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.