Another advertisement
მარნეულის მერიამ 2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი 300 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის სერვისზე ტენდერი გამოაცხადა.
“QafqazTürk.com”-ის ინფორმაციით, სერვისის განსახორციელებლად 42 372 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 300 ძაღლი უნდა წაიყვანოს თავშესაფარში, სადაც გამოკვლევების შემდეგ მათ უნდა ჩაუტარდეთ სტერილიზება, ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა. გარდა ამისა, უნდა მოხდეს მათი დაჩიპვა.
აღნიშნული პროცედურების განხორციელების შემდეგ რეგისტრირებული ძაღლები უნდა დააბრუნონ უკან, მუნიციპალიტეტში.