Another advertisement
მარნეულელი 19 წლის ახალგაზრდა ორსული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.გარდაცვლილის ოჯახი მის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს.
მარნეულელმა ტარანა გაჰრამანოვამ მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” სამშობიარო და ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრში მშობიარობის მოთხოვნით მაისის თვეში მიმართა.ოჯახი ამბობს, რომ მშობიარობის დროს ექიმების დაუდევრობის გამო სისხლდენა მოხდა და ქალის მდგომარეობა დამძიმდა, რის შედეგედაც იგი ორი თვით თბილისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა .
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი თითქმის ერთი წელია დაქორწინებულია და ეს მისი პირველი ორსულობა იყო.