Another advertisement
ქალაქ ზუგდიდში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, გიორგი მირზოიანმა. (პირადი მწვრთნელი კახა ჭკადუა) 54 კგ წონით კატეგორიაში ჩაატარა პროფესიონალური ორთაბრძოლა, დამაჯერებლად გაიმარჯვა და დაიკავა პირველი ადგილი.
ტურნირზე მონაწილეობდნენ საქართველოს, ირანის და სომხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისის ხარისხის მედლებით და სიგელებით.