This is a specific ad

მართვის მოწმობებს ნაწილს ვადა გაუვიდა – სად და როგორ უნდა მოხდეს გამოცვლა

17

Another advertisement
AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.
C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა).
* მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.
მართვის მოწმობები, რომლებიც ექვემდებარებიან გამოცვლას:
* 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილს ამოეწურათ. მათი შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად, საჭიროა პირმა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოქმედი მართვის მოწმობა.
* 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტს ამოეწურათ.
* 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Kobaxidze Gürcüstanın Aİ-nin namizəd statusunun dayandırılması çağırışlarına münasibət bildirib
Öncəki yazı
Bu gün Şairlər günü qeyd olunur